ცხოვრების თანამედროვე რიტმიდან გამომდინარე, საკმაოდ მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის სასარგებლო, განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობების დაგეგმვა.
უამრავი მშობელი ცდილობს საკუთარ შვილს მცირე ასაკშივე დაეხმაროს ისეთი საქმიანობების შესწავლაში, როგორიცაა – ხატვა, კერამიკა, არტ თერაპია და ასე შემდეგ. ევრონიუს ჯორჯიას დილის ეთერში ამ თემებზე საბავშვო ხელოვნების სკოლა-სტუდია არტ-ისტის დამფუძნებელმა ქეთი ასათიანმა და მხატვარ-პედაგოგმა ანი გოგორიშვილმა ისაუბრეს.