მთავარიკუბისისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება - საერთაშორისო გამოხმაურება

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება – საერთაშორისო გამოხმაურება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ იმუშავებს კანონმდებლებთან ერთად სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინააღმდეგ პოტენციური სანქციების შემუშავებაზე.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა მოითხოვა ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების ორდერის გაცემა, ასევე ისრაელის თავდაცვის მინისტრის იოავ გალანტის და პალესტინაში დაჯგუფება „ჰამასის“ სამი ლიდერის დაკავების ორდერი.

ნეთანიაჰუს დაკავების შესახებ მოთხოვნას საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა.

ისრაელის პრემიერმა აბსურდი უწოდა სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილებას. მისი თქმით, დემოკრატიულად ქვეყნის არჩეული ლიდერის გათანაბრება ჰამასელ მკვლელებთან არის დაუშვებელი.

ბენიამინ ნეთაჰიაჰუს თქმით, ასე გამოიყურება ანტისემიტიზმის თანამედროვე ფორმა.

საფრანგეთის საგარეო უწყებამ დაგმო „ჰამასის“ მიერ ისრაელზე თავდასხმა 7 ოქტომბრის და მას ანტისემიტური ხოცვა-ჟლეტა უწოდა, რომლის დროსაც მოკლეს მშვიდობიანი მოქალაქეები და იყო სექსუალური ძალადობის შემთხვევებიც, რომელიც კადრებზეა აღბეჭდილი.

ამავდროულად, საფრანგეთი თვეების განმავლობაში საუბრობდა სავარაუდო საერთაშორისო ჰუმანიტარული დანაშაულების ჩადენის შესახებ, მას შემდეგ, რაც ისრაელმა დაიწყო შეტევა ღაზის სექტორზე.

საფრანგეთის საგარეო უწყების თქმით, დაკავების ორდერების გაცემის შესახებ გადაწყვეტილებებს სასამართლოს პალატა მიიღებს, პროკურორის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლის შემდეგ, ბრალდებების დამადასტურებელი მტკიცებულებების გათვალისწინებით.

მსოფლიოში რამდენიმე ქვეყანა არ აღიარებს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს, ანუ მათთან არ მოქმედებს რომის სტატუტი, შესაბამისად, ჰააგის მიერ გაცემულ ორდერებზე გამოძიების დაწყებასა და ეჭვმიტანილის რომის სტატუტის მქონე ქვეყანაში ჩასვლის შემთხვევაში ეს ქვეყნები მისი დაკავების ვალდებულებას არ იღებენ.

ქვეყნებს შორის, რომლებიც არ იზიარებს საერთაშორისო სასამართლოს ორდერებს არიან ისეთი დიდი ქვეყნები როგორიცაა აშშ, რუსეთი და ჩინეთი.

ბოლო წლების განმავლობაში სისხლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული დაკავების ორდერებს შორის იყო და არის რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელსაც ბრალად ედება უკრაინაში ომის დაწყება და ომის დანაშაული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend