მთავარიკუბიაშშ-ი განიხილავს სავაჭრო-სამხედრო დახმარებასა და სავიზო შეღავათებს საქართველოსთვის, თუ ანტიდასავლური გზა შეიცვლება

აშშ-ი განიხილავს სავაჭრო-სამხედრო დახმარებასა და სავიზო შეღავათებს საქართველოსთვის, თუ ანტიდასავლური გზა შეიცვლება

ამერიკულ გამოცემა “პოლიტიკოს” ცნობით, მიმდინარე კვირაში რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ, კონგრესში წარდგენილი იქნება კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ვაშინგტონი დაიწყებს მოლაპარაკებებს საქართველოსთან „შეღავათიანი სავაჭრო რეჟიმის შესახებ“, თუკი მთავარი პოლიტიკური კრიტერიუმი დაკმაყოფილდება.

„ვაშინგტონმა შესაძლოა, დააკმაყოფილოს საქართველოს ეკონომიკური და უსაფრთხოების მხარდაჭერის ყოვლისმომცველი პაკეტი, თუ მისი მთავრობა მიატოვებს მზარდ ანტიდასავლურ რიტორიკას და უკუსვლას ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით“, – ასე იწყება “პოლიტიკოს” სტატია.

გამოცემის ცნობით, გაეცნენ რესპუბლიკელი კონგრესმენის კანონპროექტს, რომელიც შეეხება საქართველოს. ამავე გამოცემის ცნობით, კანონპროექტი ამერიკულ ბაზრებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასთან ერთად განიხილავს საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას.

ასევე კანონპროექტი ამერიკელ ოფიციალურ პირებს ავალდებულებს, საქართველოსთვის სამხედრო დახმარების პაკეტის შემუშავებასაც, მათ შორის – “უსაფრთხოების და თავდაცვის შეიარაღების მიწოდებას, რომელიც იდეალურად მოერგება ტერიტორიულ თავდაცვას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, ისევე, როგორც თანმხლები წვრთნების, მოვლა-პატრონობის და საოპერაციო მხარდაჭერის ელემენტების მიწოდებას”.

თუმცა პროგრამა ამოქმედდება მხოლოდ მაშინ, თუკი აშშ დაადასტურებს, რომ “საქართველომ აჩვენა მნიშვნელოვანი და მდგრადი პროგრესი დემოკრატიის ხელახალი აღორძინების მიმართულებით, რისი მინიმალური დასტური იქნება მნიშვნელოვნად სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები და დაბალანსებული წინასაარჩევნო გარემო”.

“პოლიტიკო” მანამდე წერდა, რომ უილსონის კანონპროექტი ითვალისწინებს ინდივიდუალურ სანქციებს მმართველი პარტიის პოლიტიკოსებისთვის იმ შემთხვევაში, თუკი ისინი აღსრულებაში მოიყვანენ ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონს.

უილსონის კანონპროექტს MEGOBARI ACT ჰქვია, რომელიც იშიფრება როგორც „კანონი საქართველოს შესაძლებლობების მობილიზაციასა და გაფართოების შესახებ ანგარიშვალდებულების, მდგრადობისა და დამოუკიდებლად განვითარებისთვის“.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend