მთავარიმსოფლიოევროპამდინარე დუნაიზე ჩქაროსნული კატარღა მცურავ სასტუმროს შეეჯახა

მდინარე დუნაიზე ჩქაროსნული კატარღა მცურავ სასტუმროს შეეჯახა

ძლიერი დინებისა და წყლის დაბალი ტემპერატურის გამო შაბათს ღამით მდინარე დუნაიზე მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებულთა პოვნის შანსები მცირდება.

ჩქაროსნული კატარღა ვეროჩესთან ახლოს მცურავ სასტუმროს შეეჯახა, რის შედეგადაც კატარღა მომენტალურად ჩაიძირა. ბორტზე იმყოფებოდა რვა ადამიანი, რომელთაგან ერთმა შეძლო ნაპირამდე გამოცურვა. მაშველებმა იპოვეს ორი ადამიანის ცხედარი, ხუთი კი დაკარგულად მიიჩნევა.

კრიზისების მართვის სამსახურის სპიკერი იმრე დოკა ამბობს, რომ ამჟამად სამძებრო სამუშაოებში 91 მაშველი, 31 ერთეული ტექნიკა, მყვინთავები და ძაღლები არიან  ჩართული. მისი განცხადებით, არეალს დრონებითა და სონარებით აკვირდებიან.

როგორც ცნობილია, დაზიანებული ხომალდი-სასტუმრო პოლიციამ კომარომთან შეაჩერა. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ამავდროულად, მედიერის ხიდთან აღმოაჩინეს ჩაძირული ჩქაროსნული კატარღა.

იტალიელი მამაკაცი, რომელმაც ნაპირზე გამოსვლა მოახერხა, საავადმყოფოშია გადაყვანილი თავისა და გულმკერდის დაზიანებით. სავარაუდოდ, იგი ერთადერთია, ვისაც შეუძლია მოჰყვეს,  რა მოხდა რეალურად  იმ ღამით დუნაიზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend