მთავარისაქართველომაკრონის და შოლცი: "საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება...

მაკრონის და შოლცი: “საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება მასზეა დამოკიდებული”

გერმანია და საფრანგეთი, ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ საქართველოში შექმნილი ვითარების გამო. ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი.

განცხადებაში წერია, რომ გერმანია და საფრანგეთი საქართველოს ევროპული გზის მტკიცე მხარდამჭერები არიან და  2023 წლის დეკემბერში მხარი დაუჭირეს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას, კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.

მათი თქმით, ისინი ღრმა მწუხარებით აკვირდებიან საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას, ე.წ.  „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებით გადაუხვიონ ევროპული გზიდან, საერთო ევროპული ღირებულებებისა და ქართველი ხალხის მისწრაფებების წინააღმდეგ მოქმედებით.  საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები აცხადებენ, რომ „საქართველოს ევროპული გზა გაწერილია – მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული“.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend