ისრაელი აგრძელებს ავიაიერიშებს ღაზაზე. 28 ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაიჭრა ჩრდილოეთ ღაზაში ქამალ ადვანის საავადმყოფოსთან ახლოს მომხდარი თავდასხმის შედეგად.
ამასთან, სამხრეთის ქალაქ რაფაჰში ჩატარებული რეიდის დროს 3 პალესტინელი დაიღუპა, დრონით მიტანილ იერიშს ასევე ემსხვერპლა ერთი ადამიანი.
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ გასულ შაბათს განაცხადა, რომ ღაზაში კიდევ ერთი ისრაელელი მძევლის ცხედარი აღმოაჩინეს.
“On October 7, the cruelty of Hamas was directed against anyone who stood in the way of the murderous terrorists—women, the elderly, adults, children, whether they were Israeli or foreign nationals.”
Watch an operational update from IDF Spokesperson RAdm. Daniel Hagari regarding… pic.twitter.com/GYV0rPcrXC
— Israel Defense Forces (@IDF) May 18, 2024
ამავდროულად, თელ–ავივში ათასობით ადამიანი შეიკრიბა და პრემიერ- მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოითხოვა. აქციის მონაწილეები მთავრობას ღაზაში გატაცებული მძევლების გათავისუფლებისკენაც მოუწოდებენ.
ისრაელის ომის კაბინეტის მინისტრი ბენი განცი კი იმუქრება, რომ დატოვებს თანამდებობას, თუ ნეთანიაჰუ ღაზისთვის ომის შემდგომ გეგმას არ წარადგენს.