ვლადიმერ პუტინი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში ჩავიდა. კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი პუტინი ჩინეთის ლიდერს სი ძინპინს შეხვდება.
მოლაპარაკებებისას კი მხარეები პარტნიორობასა და სტრატეგიულ თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებს დეტალურად განიხილავენ. ასევე თანამშრომლობის განვითარების ახალ მიმართულებებზე ჩამოყალიბდებიან.
რუსეთისა და ჩინეთის ლიდერების საუბრის თემა იქნება საერთაშორისო ურთიერთობების საკითხები, ისევე როგორც რეგიონში არსებული პრობლემები. პუტინის ჩინეთში ვიზიტი უკრაინაში ბრძოლების კრიტიკულ ეტაპზე გადასვლას ემთხვევა. ეს ვლადიმერ პუტინის პირველი ოფიციალური ვიზიტია, მას შემდეგ რაც ის რუსეთის პრეზიდენტი მეხუთედ გახდა.