მთავარიევროპარუსეთირუსულ პროპაგანდისტულ მედიას სანქციები დაუწესდება

რუსულ პროპაგანდისტულ მედიას სანქციები დაუწესდება

 სანქციების სიას დაემატა კრემლთან დაკავშირებული ოთხი პროპაგანდისტული ქსელი: “ევროპის ხმა”, “რია ნოვოსტი”, “იზვესტია”, “როსიისკაია გაზეტა“ – წერს ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვერა იუროვა პლატფორმა X-ზე. გარდა ამისა, იკრძალება ევროკავშირის მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების რუსეთიდან დაფინანსება.

ორივე ღონისძიება რუსეთის წინააღმდეგ დაგეგმილი სანქციების მე-14 პაკეტის ნაწილია. ევროკავშირმა აქამდე სანქციები დაუწესა რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ Russia Today-სა და Sputnik-ს. მედიასაშუალებათა სანქცირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე რუსეთმა გააფრთხილა ევროკავშირი, რომ თუ ისინი რუსულ მედიას შეზღუდვებს დაუწესებდნენ, რუსეთში მომუშავე დასავლეთის ქვეყნების ჟურნალისტები რუსეთისგან სწრაფ, მკაცრ და მტკივნეულ პასუხს მიიღებდნენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend