მთავარისაქართველოპიტერ სტანო: კანონი ევროკავშირში გაწევრების გზაზე უზარმაზარი დაბრკოლებაა

პიტერ სტანო: კანონი ევროკავშირში გაწევრების გზაზე უზარმაზარი დაბრკოლებაა

ევროკავშირის საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის სპიკერმა პიტერ სტანომ განაცხადა, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირში გაწევრების გზაზე უზარმაზარი დაბრკოლებაა და ის მმართველმა პარტიამ უნდა გაიწვიოს.

მისი განცხადებით, თუ საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს იგივე რიტორიკას, რასაც ბოლო კვირებში ვხედავთ, შემდეგ მიიღებს ევროკავშირი გადაწყვეტილებას სხვა ზომების შესახებ.

“მე ახლა არ ვისაუბრებ შეჩერებაზე, ზომებზე და სანქციებზე. პირველ რიგში, ევროკავშირმა მკაფიოდ განაცხადა, თუ რა არის ჩვენი მოლოდინი. ველით, რომ მმართველი უმრავლესობა კანონს გაიწვევს. კანონი მიღებულია, მაგრამ საჭიროა მისი გაწვევა, რადგან ის უზარმაზარ დაბრკოლებას წარმოადგენს გაწევრების გზაზე. თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, თუ გააგრძელებენ ისეთ ქმედებებს, რომლებიც ბოლო კვირებში ვნახეთ, შემდეგ ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას სხვა ზომებზე. ამ ეტაპზე, წევრ ქვეყნებთან დისკუსია უნდა წარიმართოს, რათა გამოჩნდეს, რა იქნება ყველაზე მართებული ნაბიჯი”, — განაცხადა სპიკერმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend