მთავარისაქართველო“დედების მსვლელობა”

“დედების მსვლელობა”

“უცხოური გავლენის შესახებ” კანონის წინააღმდეგ დღეს, 16 მაისს, მსვლელობა დედებმა შვილებთან ერთად გამართეს. ისინი 4 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და 5 საათიდან მსვლელობით პარლამენტისკენ წავიდნენ.

საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილებს თან ჰქონდათ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე სხვადასხვა ბანერი და ფერადი ბუშტი. დედები ამბობენ, რომ მათ სურთ, მათმა შვილებმა თავისუფალ, ერთიან და ევროპულ საქართველოში იცხოვრონ და სწორედ ამიტომ, გამოვიდნენ შვილებთან ერთად, რათა გაეპროტესტებინათ „უცხოური გავლენის შესახებ” კანონი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend