მთავარიევროპახორვატიაზაგრებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის სამდღიანი ფესტივალი გაიხსნა

ზაგრებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის სამდღიანი ფესტივალი გაიხსნა

ხორვატიაში, კერძოდ, ზაგრებში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის სამდღიანი ფესტივალი გაიხსნა.

პროგრამა ითვალისწინებს გამოფენების მოწყობას, ფილმების ჩვენებასა და სემინარებს,  რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოლიდარობის გამოხატვასა და სოციალურ ინკლუზიას ემსახურება. პროგრამის მიზანი არის ასევე ცნობიერების ამაღლება იმ გამოწვევების შესახებ, რომელთა წინაშეც ეს ადამიანები ყოველდღიურად დგანან.

პროექტის კოორდინატორი სარა მარკუსი ამბობს, რომ ფესტივალი წარმოაჩენს ყველაფერს, რასაც  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ჩვენი საზოგადოების სასარგებლოდ ქმნიან. მისი თქმით, ძირითადი ყურადღება გადატანილია ამ ადამიანების უფლებების შეზღუდვებზე, მათ წინაშე არსებულ გამოწვევებზე და არა მათ შესაძლებლობებზე და იმაზე,  თუ რა სარგებლობის მოტანა შეუძლიათ მათ საზოგადოებისთვის.

ნახატებისა თუ ქანდაკებების შექმნისას პროფესიონალი და მოყვარული მხატვრები სხვადასხვა ტექნიკას იყენებდნენ.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ივა მაიჩეკი ამბობს, რომ მათი მიზანია, საზოგადოებას აჩვენონ, რომ ყველაფერი შესაძლებელია, მაშინაც კი, როცა ეს წარმოუდგენლად მიგაჩნია. ფესტივალში მონაწილეობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მხატვრები. მისი თქმით,  რაც მათ უკვე შექმნეს და რაზეც კვლავ მუშაობენ, არაჩვეულებრივი და შთამბეჭდავია.

ევროსტატის მონაცემებით, ევროკავშირში 2022 წელს 101 მილიონი ადამიანი, ანუ ყოველი მეოთხე ზრდასრული,  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი იყო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend