ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი თეოდოროს რუსოპულოსი მოუწოდებს ქართველ კანონმდებლებს, სრულად გაითვალისწინონ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, ვიდრე კანონი ამოქმედდება.
ასევე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ეხმაურება საქართველოში საპროტესტო აქციებს.
„ეს თავდასხმები, ისევე როგორც პოლიციის მიერ ძალის არაპროპორციული გამოყენების შესახებ ცნობები, სრულად და გამჭვირვალედ უნდა იქნას გამოძიებული ხელისუფლების მიერ და შესაბამისი ზომები უნდა იქნას მიღებული მომიტინგეების, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების, ჟურნალისტების და პარლამენტის წევრების უსაფრთხოების დასაცავად, განურჩევლად მათი აზრისა ამ კანონთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თეოდოროს რუსოპულოსის ცნობით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის შეფასება მომავალი კვირის დასაწყისში გახდება ცნობილი.