მთავარისაქართველოთბილისში საპროტესტო აქციები გრძელდება

თბილისში საპროტესტო აქციები გრძელდება

გრძელდება საპროტესტო აქციები თბილისში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე”.

15 მაისს სხვადასხვა ადგილიდან კვლავ მარშით დაიძრნენ სტუდენტები. მათმა ნაწილმა გმირთა მოედანზე გადაინაცვლა და გზა გადაკეტა.

მოგვიანებით ისინი პარლამენტისკენ გაემართნენ, რათა იქ მყოფებს შეერთებოდნენ.

საქართველოს პარლამენტის 84-მა დეპუტატმა 14 მაისს მხარი დაუჭირა კანონპროექტს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”.

ამ კანონის წინააღმდეგ უკვე ერთი თვეა მიმდინარეობს უწყვეტი საპროტესტო აქციები. კანონის მოწინააღმდეგეები ფიქრობენ, რომ ეს კანონი “რუსულია” და ჩამოაშორებს საქართველოს ევროინტეგრაციის გზას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend