მთავარიევროპასომხეთისომხეთში გრძელდება ანტისამთავრობო დემონსტრაციები

სომხეთში გრძელდება ანტისამთავრობო დემონსტრაციები

სომხეთში მოძრაობა „ტავუში სამშობლოსთვის“ აგრძელებს სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტებს. სასულიერო პირის, ბაგრატ გალსტანიანის, ხელმძღვანელობით დემონსტრანტებმა ნაგვის ბუნკერებით ერევნის ცენტრალური ქუჩები გადაკეტეს.

დღეს, 15 მაისს, ერევანში ოპერის სახლში უნდა გაიმართოს შეხვედრა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შორის. ბაგრატ გალსტანიანი და მისი მხარდამჭერები ოპერის სახლის წინ გეგმავენ მშვიდობიან დემონსტრაციას.

ოპერის სახლის მიმდებარე ტერიტორიებზე პოლიციის დიდი რაოდენობაა მობილიზებული.

მოძრაობა „ტავუში სამშობლოსთვის“ და მისი ლიდერი სასულიერო პირი ბაგრატ გალსტანიანი 4 მაისიდან მოყოლებული აპროტესტებენ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე საზღვრების დემარკაციის პროცესს, რომლის ფარგლებშიც სომხეთმა ტავუშის რეგიონში აზერბაიჯანს ოთხი მიტოვებული სოფელი გადასცა.

ბაგრატ გალსტანიანი ითხოვს პრემიერ-მინისტრის გადადგომას. ამასთანავე, სომხეთის პარლამენტში წარმოდგენილმა ორმა ოპოზიციურმა ჯგუფმა განაცხადა, რომ შეეცდებიან, პარლამენტში პრემიერ-მინისტრისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს უყარონ კენჭი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend