მთავარისაქართველოსადავო კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებას თეთრ სახლში ეხმაურებიან

სადავო კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებას თეთრ სახლში ეხმაურებიან

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღების შემდეგ კომენტარს აკეთებენ თეთრ სახლშიც.

თეთრი სახლის პრესსპიკერი კარინ ჟან პიერი ამბობს, რომ თუ პარლამენტი მას საბოლოოდ მიიღებს, იძულებულნი იქნებიან საქართველოსთან ურთიერთობები გადააფასონ. თეთრი სახლის პრესსპიკერის განცხადებით, კანონი ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს და კიდევ უფრო დააშორებს საქართველოს ევროკავშირის ღირებულებებს.

„ჩვენ ღრმად ვართ შეწუხებული საქართველოში, კრემლის სტილის უცხოური აგენტების კანონმდებლობით, რომელიც ახლახან დამტკიცდა და ჩვენ ველით რომ საქართველოს პრეზიდენტი მას ვეტოს დაადებს, თუმცა გაურკვეველია, შეეცდება თუ არა პარლამენტი, რომ გადალახოს პოტენციური ვეტო. ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს შეშფოთებას კანონმდებლობის მიმართ, რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს და აშორებს საქართველოს ევროკავშირის ღირებულებებს. ნუ დავივიწყებთ ნატო-საც. ქართველი ხალხი აფიქსირებს თავის შეხედულებებს ამ კანონმდებლობის შესახებ, აპროტესტებს ქუჩებში, როგორც თქვენ, ყველამ გაავრცელეთ ამ შაბათ-კვირას. ჩვენ ვნახეთ საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციები, სადაც ათიათასობით მშვიდობიან მომიტინგეს ვერ აფერხებს დაშინების ტაქტიკა და ისინი ეუბნებიან მთავრობას, უარი თქვან ამ კანონმდებლობის მიღებაზე, რადგან მათ სურთ ევროატლანტიკური მომავალი. ჩვენ შევხედავთ, რას გააკეთებს პარლამენტი, მაგრამ ის თუ ამ კანონმდებლობას მიიღებს, გვაიძულებს, ფუნდამენტურად გადავაფასოთ ჩვენი ურთიერთობა საქართველოსთან“, – აცხადებს თეთრი სახლის პრესსპიკერი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend