მთავარისაქართველოჯოზეფ ბორელისა და ოლივერ ვარჰეის ერთობლივი განცხადება

ჯოზეფ ბორელისა და ოლივერ ვარჰეის ერთობლივი განცხადება

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

“ევროკავშირი მხარს უჭერს ქართველ ხალხს და მათ არჩევანს დემოკრატიისა და ევროპული მომავლის სასარგებლოდ. დაშინება, მუქარა და ფიზიკური ძალადობა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ, ასევე პოლიტიკური ოპოზიციების, ჟურნალისტებისა და ასევე მათი ოჯახის წევრების მიმართ მიუღებელია. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიძიოს ეს დოკუმენტირებული ქმედებები. ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი იმის გათვალისწინებით, რომ 2023 წლის 8 ნოემბრის კომისიის რეკომენდაციით გათვალისწინებული იქნებოდა შესაბამისი 9 ნაბიჯი. ეს ნაბიჯები მოითხოვს ადამიანის უფლებების დაცვას, თავისუფლების უზრუნველყოფას სამოქალაქო საზოგადოებისა და ასევე მედიისთვის. ნაბიჯებში ასევე იგულისხმება დეპოლარიზაციისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა. მიუხედავად მასობრივი პროტესტისა და საერთაშორისო საზოგადოების ცალსახა მოწოდებებისა, მმართველმა უმრავლესობამ პარლამენტში მესამე მოსმენით მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. ევროკავშირმა ნათლად და არაერთხელ განაცხადა, რომ კანონის სული და შინაარსი არ შეესაბამება ევროკავშირის ძირითად ნორმებსა და ღირებულებებს. ეს ძირს უთხრის სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მუშაობას, მაშინ როცა გაერთიანების თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება არის ფუნდამენტური უფლებები საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების ნაწილისა და ევროკავშირში გაწევრიანების გზის ფარგლებში. ამ კანონის მიღება უარყოფითად აისახება საქართველოს პროგრესზე ევროკავშირის გზაზე. არჩევანი საქართველოს ხელშია. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს კანონი, შეინარჩუნოს თავისი ვალდებულება ევროკავშირის გზაზე და გააგრძელოს აუცილებელი რეფორმები, რომლებიც აღწერილია 9 ნაბიჯში. ევროკავშირი მზადაა გააგრძელოს ქართველების მხარდაჭერა ევროპული მომავლისკენ”, – ნათქვამია განცხადებაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend