მთავარიაზიაღაზაისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, სამხედრო ინტერვენცია ღაზის ჩრდილოეთით ფართოვდება

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, სამხედრო ინტერვენცია ღაზის ჩრდილოეთით ფართოვდება

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, სამხედრო ინტერვენცია ღაზის ჩრდილოეთით ფართოვდება.

ისრაელის მხარემ ამ ინფორმაციის დასადასტურებლად შესაბამისი ვიდეოც გაავრცელა. გაეროს ცნობით, ისრაელის სამხედრო ოპერაციების ესკალაციის გამო, ნახევარ მილიონზე მეტი პალესტინელი ღაზის სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილში იძულებით გადაადგილდა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით,  ,,ჰამასის” ტყვეობაში რჩება დაახლოებით 100 მძევალი.

ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის შვიდთვიანი დაბომბვისა და სახმელეთო ოპერაციების შედეგად დაიღუპა 35000-ზე მეტი ადამიანი, უმეტესობა ქალი და ბავშვია. ამასთან, ისრაელის მხარე ავრცელებს ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ ლიბანში ,,ჰეზბოლას” სამიზნეებზე მიიტანეს იერიში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend