მთავარისაქართველო"დღეს დგას საქართველოს გადარჩენის საკითხი" - სალომე ზურაბიშვილი

“დღეს დგას საქართველოს გადარჩენის საკითხი” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვდა თბილისში სამუშაო ვიზიტით ჩამოსულ ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებს. შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ისაუბრეს იმ „მძიმე წერტილზე“, რომელიც 14 მაისს 84 დეპუტატის გადაწყვეტილებით დაესვა ხელისუფლების განაცხადს, რომ ქვეყანა ევროპულ გზაზე მიდის.

„დღეს დგას საქართველოს გადარჩენის საკითხი. ამისთვის, მე ჩვენს მეგობრებს გავაცანი ჩვენი სამომავლო გეგმები. როგორი უნდა იყოს ის ევროპული პლატფორმა, რომელზედაც უკვე რამდენიმე კვირაა ვმუშაობ, რომელიც ჩამოყალიბებულია და რომელსაც ოფიციალურად წარვუდგენ ჩვენს მოსახლეობას. ყველამ იცის, რომ ეს არის გადაწყვეტილებების ერთობლიობა, რომლებიც საქართველოს არჩევნებამდე მობილიზებულად მიიყვანს, რომლებიც ამ არჩევნებით თავის გზაზე დააბრუნებს საქართველოს. ჩვენი უახლოესი მომავალია მობილიზაცია არჩევნებისთვის, მშვიდობიანი გზისთვის, სადაც ჩვენ ყველანი ერთად უთუოდ გავიმარჯვებთ, იმისთვის, რომ სამშობლო სამშვიდობოსა და ევროპულ გზაზე გავიყვანოთ”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

ლიეტუვის პირველი დიპლომატის თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება, ისევე როგორც ზეწოლის გაგრძელება საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაზე, შეაჩერებს საქართველოს პროგრესს ევროკავშირისა და ნატოსკენ სავალ გზაზე და თუ ეს მოხდება, პასუხისმგებლობა ცალსახად დაეკისრება საქართველოს ხელისუფლებაზე.

“ჩვენი გულწრფელი ინტერესია, დავეხმაროთ საქართველოს, რომ ევროპული მოგზაურობა დანიშნულების საბოლოო ადგილამდე მიიყვანოს. საქართველო მიეკუთვნება ევროპას, როგორც საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ თქვა სტრასბურგში, როდესაც საქართველო შეუერთდა ევროსაბჭოს: მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი. დიახ, თქვენ ხართ!“ – განაცხადა მინისტრმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend