დღეს საპარლამენტო უმრავლესობა პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვას და კენჭისყრით დამტკიცებას გეგმავს.
მესამე მოსმენა მხოლოდ ტექნიკურ – რედაქციული შინაარსის განხილვას ითვალისწინებს. ამით კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის პროცესი დასრულდება და პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა.
ცნობილია რომ პლენარული სხდომა პოლიტიკური განცხადებებით დაიწყება. სესიის გახსნამდე კი ბიუროს სხდომა გაიმართება, სადაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის დღის წესრიგში ასახვაზე მიიღებენ გადაწყვეტილებას. კანონპროექტი “გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით”, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა – კერძოდ კი, 20%-ზე მეტი – უცხოეთიდან არის მიღებული.
რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. კანონპროექტის ავტორი ფრაქცია „ქართული ოცნებაა”