მთავარიგადაცემებიSmart Regionsბალტიის ზღვის პორტები მავნე გამონაბოლქვს ახალი სისტემის მეშვეობით ამცირებენ

ბალტიის ზღვის პორტები მავნე გამონაბოლქვს ახალი სისტემის მეშვეობით ამცირებენ

საპორტო აპლიკაცია, რომელიც ევროპული პროექტის „ეფექტიანი მოძრაობის“ ფარგლებში დაინერგა, სატვირთო გემებს საშუალებას აძლევს, რომ პორტის მისადგომზე ადგილი წინასწარ დაჯავშნონ და  რიგში გაურკვეველი დროით აღარ იდგენენ. ამ აპლიკაციის წყალობით გემები საწვავსაც ზოგავენ, დროსაც და გარემოსაც.

შვედეთის საპორტო ქალაქ ევლესა და ფინეთის საპორტო ქალაქ რაუმაში გემების დგომისა და გასვლის ზუსტი დროები განსაზღვრეს, რაც ამცირებს პორტში გემის დგომის დროს, მოხმარებული საწვავის რაოდენობასა და ატმოსფეროში –  მავნე გამონაბოლქვს.

ეს სისტემა ევროპული პროექტის „Efficient Flow”-ის  ფარგლებში დაინერგა. გემებისთვის შეიმუშავეს ციფრული ინსტრუმენტები, რომლის მეშვეობითაც ინფორმაციის გაცვლას დაყოვნების გარეშე ახერხებენ.

ულფ სივე, პროექტის „Efficient Flow”-ის  მენეჯერი – euronews

„პორტის ყველა შესაბამისი სტრუქტურა მაშინვე იღებს ინფორმაციას, როგორც კი გემი შემოდის. მათ აღარ სჭირდებათ  ტელეფონით დაკავშირება, ისინი ყველა ინფორმაციას აპლიკაციაშივე ხედავენ და ამის მიხედვით ადგენენ გეგმას,“ – ამბობს ულფ სივე, პროექტის „Efficient Flow”-ის  მენეჯერი.

გემებს შეუძლიათ პორტში შესვლის დრო ჯერ კიდევ ცურვის დროს დააზუსტონ. ბალტიის ზღვა გემებით ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ზღვაა მსოფლიოში, რომლის გავლითაც წლიურად 750 მილიონ ტონა ტვირთის ტრანსპორტირება ხდება.

ევლეს პორტი წელიწადში 800 გემს იღებს. ახალი სისტემის საშუალებით გადამზიდ კომპანიებს შეუძლიათ წინასწარ დაჯავშნონ პორტში შესვლის დრო და თავიდან აიცილონ პორტის შესასვლელთან ღუზაზე დგომა და ლოდინი.

“ჩვენმა სისტემამ უკვე მოიპოვა ნდობა, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ შევძელით გემის ვირტუალურად მიღების დანერგვა. ეს ნიშნავს, რომ შეგიძლია შეიძინო რიგში დგომის ბილეთი პორტში შესვლამდე დიდი ხნით ადრე,“ – განმარტავს  ლინდა ასტნერიევლეს პორტის მდგრადი განვითარების ხელმძღვანელი.

„კონტინენტიდან ევლეს პორტამდე სავალ მარშრუტზე შეგიძლია ეკოლოგიური გზით იცურო, რადგან წინასწარ იცი როდის შეხვალ პორტში და როდის უნდა დარეკო. ასე შეგიძლია დაზოგო  დიდი რაოდენობით საწვავი, ნახშირბადის ორჟანგის გამონაბოლქვი და მოგებული დარჩე.“

პორტში ვირტუალური შესვლა ლოგისტიკური ჯაჭვის ოპტიმიზაციასაც უწყობს ხელს. ამ ინფორმაციაზე ხელი მიუწვდება ყველას – იქნება ეს პორტის თანამშრომელი, გადამზიდი კომპანია თუ სატვირთო მანქანის ოპერატორი. ტრადიციულად, პირველად იმ გემს ემსახურებოდნენ, რომელიც პორტში პირველი შედიოდა. ახალი სისტემის წყალობით კი გადამზიდი კომპანიები დროსა და ფულს ზოგავენ.

კლაეს მულერი, კომპანია Tärntank ship management-ის ხელმძღვანელი – euronews

„ჩვენ ყოველ გემზე 10 პროცენტს ვზოგავთ, რაც წელიწადში 300 ტონა ტვირთს უდრის. შესაბამისად წელიწადში ერთი გემი 1000 ტონა გამონაბოლქვს ზოგავს,“-  ამბობს კლაეს მულერი, კომპანია Tärntank ship management-ის ხელმძღვანელი.

პროექტ „Efficient Flow”-ის   მთლიანი ბიუჯეტი დაახლოებით 4.5 მილიონი ევროა, საიდანაც 75 პროცენტს ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკის პროგრამა აფინანსებს, შვედეთი და ფინეთი კი დარჩენილ 25 პროცენტს ფარავენ.

ევლეს გარდა ფინეთის კიდევ 15 პორტი  მართავს საზღვაო ტრანსპორტის ნაკადს ახალი სისტემით. ამ სისტემის ავტორების მიზანია, რომ იგი მსოფლიოს სხვა  პორტებშიც დაინერგოს.

ავტორი: კრისტინა ხინერი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend