18 მაისს, ზესტაფონში, იმერეთის რეგიონული საგანმანათლებლო ფორუმი იგეგმება. ორგანიზატორი პროფესიული განვითარების ასოციაციაა, რომელიც 2023 წლის სექტემბერში დაფუძნდა.
ასოციაციის მიზანია სხვადასხვა სფეროში წარმატებული ადამიანების ჩართულობით საქართველოში მოქმედ კერძო თუ საჯარო სკოლის მოსწავლეებს პროფესიის სწორად არჩევაში დაეხმარონ.
ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში პროფესიული განვითარების ასოციაციის დამფუძნებლებმა, მარიამ პაკაცოშვილმა და ნუცა ბახტაძემ ისაუბრეს.