მთავარიევროპაბელარუსილუკაშენკა და პუტინი ბირთვული მანევრების თაობაზე საუბრობენ

ლუკაშენკა და პუტინი ბირთვული მანევრების თაობაზე საუბრობენ

მოსკოვში 9 მაისისთვის ჩასული ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა რუს კოლეგასთან ერთად საუბრობს ერთობლივი ტაქტიკური ბირთვული სამხედრო მანევრების ჩატარების შესახებ.

„ვინაიდან ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული შეიარაღებაა განთავსებული, ჩვენ მოკავშირე და მეგობარი სახელმწიფოს ლიდერი მოვიწვიეთ სტუმრად და სწორედ მისი თხოვნით ვმართავთ ასევე ერთობლივ ტაქტიკურ ბირთვულ მანევრებს. ეს არახალია, თუ არ ვცდები, ეს ჩვენი რიგით მესამე, ერთობლივი სამხედრო ბირთვული მანევრებია”, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა.

ამ საკითხზე ისაუბრა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამაც.

„ამ სამხედრო მანევრების პირველი ეტაპი განცალკევებით ჩავატარეთ. შევთანხმდით, რომ მეორე და მესამე ეტაპებს ერთიანი ძალებით გავივლით. ჩვენს შეიარაღებულ ძალებსა და გენერალურ შტაბებს შორის თანამშრომლობის დინამიკა სრულ თანხვედრაშია”, – განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკამ, ბელარუსის პრეზიდენტმა. 

ბელარუსის ტერიტორიაზე ბირთვული შეიარაღება რუსეთის ფედერაციამ 2023 წლეს განათავსა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend