მთავარიაზიაღაზააშშ-მა რაფაჰის ოპერაციის გამო ისრაელისთვის იარაღის მიწოდება შეაჩერა

აშშ-მა რაფაჰის ოპერაციის გამო ისრაელისთვის იარაღის მიწოდება შეაჩერა

აშშ-მა ისრაელს იარაღის მიწოდება შეუჩერა და რაფაჰში სრულმასშტაბიანი სახმელეთო შეტევის გეგმის  გამო ვაშინგტონი ამჟამად განიხილავს იარაღის მომავალი მიწოდების შეჩერების საკითხს, მათ შორისაა დამიზნების კომპლექსები.

აშშ-მა ისრაელი რამდენჯერმე გააფრთხილა, რომ არ ჩაატაროს სამხედრო ოპერაციები ღაზის სამხრეთში, რადგან რაფაჰში მილიონამდე ლტოლვილი იმყოფება.

თუმცა ისრაელმა, მას შემდეგ რაც ტექნიკა და სამხედროები შეიყვანა რაფაჰში, კონტროლი დაამყარა საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „რაფაჰზე“, რომელიც ღაზასა და ეგვიპტის საზღვარზე მდებარეობს.

,,ჩვენ კვლავ გამოვხატავთ შეშფოთებას, რაფაჰში პოტენციური სახმელეთო ოპერაციის შესახებ. ჩვენ ეს საკმაოდ ნათლად განვაცხადეთ. ჩვენ ეს ცხადად განვაცხადეთ ისრაელის მთავრობასთან და სხვადასხვა ქვეყნის მთავრობის ლიდერებთან“, – განაცხადა მსახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა.

ისრაელის გადაწყვეტილებას რაფაჰში სახმელეთო ოპერაციის ჩატარების შესახებ, საერთაშორისო კრიტიკა მოჰყვა. მილიონ 400 ათასზე მეტმა პალესტინელი სწორედ ისრაელის რეკომენდაციით აფარებს თავს რაფაჰს, რომელიც უსაფრთხო ზონად იყო გამოცხადებული.

ისრაელელმა სამხედროებმა  რაფაჰში შესვლამდე, ერთი დღით ადრე, დაახლოებით 100. 000 მდე პალესტინელს უბრძანეს დაეტოვებინათ ქალაქი.

გაეროს შეფასებით , ღაზაში მწვავე ჰუმანიტარული კრიზისია. ისრაელმა ღაზის სექტორში, ეგვიპტის საზღვართან მდებარე ქერემ შალომის საკონტროლო-გამშვები პუნქტი ჰუმანიტარული ტვირთისთვის გახსნა.

ქალაქ რაფაჰში ეგვიპტიდან საკვებით, სასმელი წყლითა და მედიკამენტებით დატვირთული ავტოკოლონა უკვე შევიდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend