მთავარიგადაცემებიExploreთურქეთის დენიზლის რეგიონი - ადგილი, სადაც ისტორია, თერმული წყლები და ბუნება ერთმანეთს...

თურქეთის დენიზლის რეგიონი – ადგილი, სადაც ისტორია, თერმული წყლები და ბუნება ერთმანეთს ავსებს

თურქეთის რეგიონი დენიზლი ნამდვილი სამოთხეა მათთვის, ვისაც შვებულების გატარება ისეთ ადგილას სურს, სადაც ისტორიასაც ეზიარება და ჯანმრთელობასაც გაიკაჟებს.

ეგეოსის, ცენტრალური ანატოლიისა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონების გზაჯვარედინზე მდებარეობს დენიზლის რეგიონი, რომელიც განთქმულია მშვენიერი ბუნებითა და ისტორიული მემკვიდრეობით. „ევრონიუსის“ კორესპონდენტი ჩინცია რიცი იქ რეგიონის გასაცნობად ჩავიდა და მოგზაურობა თერმული წყლებით ცნობილი ქალაქიდან იერაპოლისიდან დაიწყო. ეს ქალაქი, რომელიც ჩვენს  წელთაღრიცხვამდე მეორე საუკუნეში დაარსდა, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი და სავსეა საინტერესო ისტორიული ადგილებით. მათ შორის არის ნეკროპოლსი, რომელშიც 1200 მარმარილოსა და კირქვის საფლავის ქვა უზადოდ არის შემონახული, რომაული თეატრი რომელშიც 15 ათას კაცს შეეძლო ბრძოლების ნახვა და პლუტონიონი – ე.წ. „ჯოჯოხეთის კარიბჭე“ –  ამ მიწისქვეშა ხვრელიდან მომაკვდინებელი ნახშირორჟანგი გამოდის, რომელთან მიახლოებაც საშიშია როგორც ადამიანის, ისე ცხოველისთვის.

აქვე ორი ფეხის ნაბიჯზე არის ადგილი, სადაც შეგიძლია დატკბე ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ბუნებრივი თერმული წყლით პამუკალეთი – ეს სიტყვა თურქულიდან „ბამბის სასახლედ“ ითარგმნება და ნამდვილად უნიკალური ადგილია. აქ შეგიძლია ფეხშიშველმა იარო მინერალებით მდიდარი წყლით დაფარული თეთრი კალციტის ტერასებზე.

ეს რელიეფი ბუნებრივი ქიმიური რეაქციის შედეგად წარმოიშვა 16 ათასი წლის წინ, რადგან ეს წყალი გაჯერებულია კალციუმის კარბონატით. ამ ადგილს ყოველ წელს მილიონობით ტურისტი სტუმრობს, რათა აქაური ზღაპრული გარემოთი დატკბეს. ეს რეგიონი უბრალოდ მისწრებაა მათთვის, ვისაც სურს შვებულება ჯანმრთელობის გასაკაჟებლად გამოიყენოს.

პამუკალეს ჩრდილო-დასავლეთით მდებარე კარაჰაიტში მეტამორფული ქანები ძალიან მდიდარია რკინით, რის გამოც ტერასები კაშკაშა წითელი ფერია. იქაური თერმული წყლები კი, რომელთა ტემპერატურაც სათავეში 58 გრადუსია, მრავალი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება.

მოგზაურობის ბოლოს სინცია, მეთუნეობის მასტერკლასს დაესწრო, რომელიც მსურველებს აცნობ მეთუნეობის უძველეს მეთოდს, რომელსაც ანატოლიაში უძველესი დროიდან მისდევდნენ და ესაუბრა ადგილობრივ მეთუნეს, რომელიც ამ კულტურული მემკვიდრეობის დაცვას უწყობს ხელს.

ავტორი: ჩინცია რიცი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend