მთავარიაზიაჩინეთისი ძინპინის ვიზიტი სერბეთში

სი ძინპინის ვიზიტი სერბეთში

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ევროპაში დიპლომატიურ ტურს აგრძელებს. პარიზის შემდეგ ჩინეთის პრეზიდენტი ბელგრადში ჩავიდა, სადაც მას სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი დახვდა.

ორი ქვეყნის პირველ პირებს შორის შეხვედრაზე ლიდერებმა იმედი გამოთქვეს, რომ ეს ვიზიტი კიდევ უფრო გააღრმავებს ჩინეთსა და ბალკანეთის ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობებს.

ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის დახვედრა ნიკოლა ტესლას სახელობის აეროპორტში, ბელგრადი, სერბეთი, 7 მაისი, 2024 წელი Copyright Serbian Presidential Press Service via AP

ვიზიტი სიმბოლურ თარიღს ემთხვევა, სერბეთში ნატოს ინტერვენციის დროს ჩინეთის საელჩოს დაბომბვის 25 წლისთავს. ამერიკულმა თვითმფრინავებმა ხუთი ბომბი ჩამოაგდეს ჩინეთის საელჩოს შენობაზე სერბეთის დედაქალაქში 1999 წლის 7 მაისს, დაიღუპა ჩინეთის სამი მოქალაქე და დაშავდა – 20.

სი გამოეხმაურა დაბომბვას სერბეთის გაზეთ „პოლიტიკაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში, სადაც წერდა: „არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 25 წლის წინ, ამ დღეს, ნატომ თავხედურად დაბომბა ჩინეთის საელჩო იუგოსლავიაში“.

ბოლო დროს ჩინეთსა და სერბეთს შორის კავშირები სულ უფრო და უფრო ღრმავდება, ჩინეთი სერბეთის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უმსხვილესი მიმწოდებელი გახდა და სიდიდით მეორე სავაჭრო პარტნიორი, ევროკავშირის შემდეგ.

„სერბეთში ჩემი ბოლო ვიზიტის დროს ჩვენ ერთობლივად გადავწყვიტეთ ჩვენი ურთიერთობები ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობამდე აგვეყვანა. მას შემდეგ სერბეთი გახდა ჩინეთის პირველი ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. მე ბევრი რამ მაქვს სათქმელი მომდევნო საათებში. მჯერა, რომ ჩემი ვიზიტით ჩინეთ-სერბეთის ურთიერთობაში ახალ ფურცელს გადაშლის“, – განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა.

სერბეთის დედაქალაქში აშკარად ჩანდა პროჩინური განწყობების ნიშნები. აეროპორტიდან ქალაქში მიმავალი გზის გასწვრივ ცათამბჯენზე ჩინეთის უზარმაზარი დროშა იყო განთავსებული.

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა სერბეთის სასახლის წინ შეკრებილ ხალხს მიმართა სიტყვით, რომელშიც მან ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტი ისტორიულად მოიხსენა.

ორმა ქვეყანამ 2016 წელს ხელი მოაწერა შეთანხმებას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, ხოლო გასულ წელს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას. 2016 წლიდან ჩინეთმა მილიარდობით დოლარის ინვესტიცია განახორციელა სერბეთში სარკინიგზო და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებში.

რკინიგზის კონსტრუქცია დამთავრება 2026 წლისთვის და ის დააკავშირებს ბუდაპეშტსა და ჩინეთის მიერ კონტროლირებად პირეოსის პორტს საბერძნეთში. ამ ინფრასტრუქტურული პროექტის მიზანია ევროპაში პეკინის გავლენა გაზარდოს.

სი სერბეთის მერე უნგრეთში გაემგზავრება. სერბეთის მსგავსად უნგრეთი ევროპაში ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე ახლო პარტნიორად განიხილება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend