Eurovision 2024

7 მაისს შვედეთის ქალაქ მალმიოში ევროვიზია 2024 დაიწყო.

„მე ძალიან კონკურენტუნარიანი ადამიანი ვარ, არ ვიცი ჩემი ისტორია იცით თუ არა, მაგრამ აქამდე უამრავ კონკურსში მიმიღია მონაწილეობა. იმ კონკურსებთან შედარებით, სადაც აქამდე ვყოფილვარ, ევროვიზია შედარებით განსხვავდება. აქ ყველა ქვეყნის წარმომადგენელი ცდილობს, რომ საკუთარი ქვეყანა კარგად წარმოაჩინოს და ამ კონკურსისგან 100%-ით სიამოვნება მიიღოს. მე არავის ვეჯიბრები, აქ უბრალოდ იმისთვის ვარ, რომ ჩემი თავის საუკეთესო ვერსია გაჩვენოთ და ჩემი ქვეყანა რაც შეიძლება მაღალ დონეზე წარმოვაჩინო”, – ამბობს ნუცა ბუზალაძე, საქართველოს წარმომადგენელი Eurovision 2024-ზე.

„მინდა, რომ ამ ევროვიზიაზე რაღაც დიდებული შემოგთავაზოთ და მჯერა კიდეც, რომ ასე იქნება. ხოლო როცა საკუთარი თავის რწმენა გაქვს, მაყურებელიც აუცილებლად სწორად იღებს ამ ყველაფერს”, – ამბობს ისააკი, გერმანიის წარმომადგენელი Eurovision 2024-ზე.

„ჩემთვის სცენაზე დგომის მომენტი საოცრად ამაღელვებელია, ხოლო როდესაც სცენიდან გამოვდივარ, საოცრად ბედნიერი ვარ და კმაყოფილი ვარ საკუთარი თავით. ჩემი მიზანი მაინცდამაინც კონკურსში გამარჯვება არ არის. მინდა, რომ კარგად გამოვიდე და საკუთარი ქვეყანა ვასახელო”,-ამბობს კალინი, ავსტრიის წარმომადგენელი Eurovision 2024-ზე.

,,ევროვიზია ძალიან მასობრივი შოუა. სიმართლე გითხრათ, მონაწილეები ერთმანეთს არ ვეჯიბრებით, ძალიან წყნარი და ოჯახური გარემოა. თუმცა ირლანდიამ უნდა მოიგოს ეს კონკურსი, რატომაც არა?’’-ამბობს Bambie Thug, ირლანდიის წარმომადგენელი Eurovision 2024-ზე.

ევროვიზიის პირველი ნახევარფინალი უკვე ჩატარდა და 10 ფინალისტის ვინაობა გახდა ცნობილი, ხოლო 9 მაისს ჩატარდება მეორე ნახევარფინალური ტური, რომელშიც ნუცა ბუზალაძე მიიღებს მონაწილეობას. ფინალური შოუ 11 მაისს გაიმართება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend