მთავარიევროპარუსეთი"პუტინის რეჟიმის საფუძველი ტყუილი და კორუფციაა" - ნავალნაია

“პუტინის რეჟიმის საფუძველი ტყუილი და კორუფციაა” – ნავალნაია

პუტინის კიდევ ერთი ინაუგურაციის შემდეგ იულია ნავალნაიამ, რუსი ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის ქვრივმა, გაავრცელა ვიდეო, სადაც მოუწოდებს რუსეთის მოქალაქეებს, არ დანებდნენ რეჟიმთან ბრძოლისას.

„მასთან ერთად ჩვენს ქვეყანას არ ექნება მშვიდობა, განვითარება, თავისუფლება. პუტინის რეჟიმის ფუნდამენტი ტყუილი და კორუფციაა“, – განაცხადა ნავალნაიამ ვიდეომიმართვისას.

ამავე მიმართვაში იულია ნავალნაიამ რუსეთის ომს უკრაინაში “სისხლიანი და უაზრო” უწოდა და თქვა, რომ ახლა რუსეთს მატყუარა, ქურდი და მკვლელი მართავს.

„ჩვენ არც კი ვიცით, რამდენი ადამიანი დაიღუპა ომში. პუტინს ეშინია ზარალის რეალური რაოდენობის დასახელება. ეს ომი სისხლიანი და უაზროა და ის პუტინის გარდა არავის სჭირდება“, – თქვა ნავალნაიამ.

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა.

მის თანამოაზრეებს მიაჩნიათ, რომ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ალექსეი ნავალნი პუტინის დავალებით მოკლეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend