მთავარიკულტურაMet Gala 2024: ყველაზე თვალსიმომჭრელი და გაბედული კოსტიუმები

Met Gala 2024: ყველაზე თვალსიმომჭრელი და გაბედული კოსტიუმები

წლევანდელ Met Gala -ზე, რომელსაც „მოდის ყველაზე მნიშვნელოვან ღამესაც“ უწოდებენ, ჯენიფერ ლოპესმა და ზენდეიამ ყველას ყურადღება მიიპყრეს თავისი ჩაცმულობით, რომლის დიზაინიც ყვავილებით იყო შთაგონებული.

მოდის, კინოს, სპორტის, მუსიკისა და სოციალური მედიის ვარსკვლავებმა კიდევ ერთხელ მოიყარეს თავი მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში მაისის პირველ ორშაბათს, სადაც  ყოველ წელს ამ მუზეუმის კოსტიუმების ინსტიტუტისთვის  საქველმოქმედო აქცია იმართება.

წლევანდელ გალაზე ყვავილების სიმრავლე იგრძნობოდა რადგან, დრესკოდის თემა იყო „დროის ბაღი“ –   ჯეიმზ ბალარდის 1962 წელს დაწერილი ამავე სახელწოდების ნოველის მიმართ პატივის მიგების მიზნით. გალაზე თვალისმომჭრელად გამოიყურებოდნენ ჯენიფერ ლოპესი, ზენდეია და კიდევ უამრავი სხვა ცნობილი მოდის მიმდევარი, რომელთა კოსტიუმებშიც უხვად იყო წარმოდგენილი ფლორისა და ფაუნის დიზაინი.

„ევრონიუსი“ დაესწრო ამ გალას და რამდენიმე გამორჩეული კოსტიუმიც შენიშნა, როგორც კარგი, ისე ცუდი და აბსურდულიც.

Credit: Evan Agostini/Invision

„დიუნების“ მეორე ნაწილის ვარსკვლავმა ზენდეიამ Maison Margiela-სა და  Givenchy-ის მოდის სახლების მიერ შექმნილი ორი კაბა მოირგო, რომელთა დიზაინიც ჯონ გალიანოს ეკუთვნის, თავზე კი Alexander McQueen-ის ყვავილებით შემკული გვირგვინი ედგა.

ჯენიფერ ლოპესს დიზაინერ დანიელ როუსბერის მოდის სახლ Schiaparelli-ისთვის შექმნილი კაბა ემოსა, რომელიც ტოტების დიზაინით, ვერცხლისფერი მარგალიტებითა და მთის ბროლით იყო გაწყობილი, ეს მისი მე-14 გალაა.

Credit: Evan Agostini/Invision

მაღალი მოდის ცნობილი დიზაინერებისა და მოდის სახლების მიერ შექმნილი ექსტრავაგანტური  კოსტიუმებით გამოირჩეოდნენ კინოსა და შოუს პოპულარული სახეები მათ შორის  ბად ბანი, კრის ჰემსვორთი, Cardi B., პენელოპე კრუსი, ბარი კეოგანი, დუა ლიპა, კიმ კარდაშიანი და შაკირა.

Evan Agostini/Invision
Credit: AP Photo
Credit: Evan Agostini/Invision

„ევრონიუსის“ ყველაზე სამარცხვინო კოსტიუმების პატრონთან სიაში მოხვდნენ ის ცნობილი სახეები, რომელთაც არ გაითვალისწინეს გალას თემა, უბრალოდ გადაიცვეს  ტანსაცმელი და ისე მივიდნენ გალას წვეულებაზე, რომელსაც წელს წითლის ნაცვლად ცოცხალი ტოტებით მორთული მწვანე ხალიჩა ამშვენებდა.

ავტორი: თეო ფარანტი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend