მთავარიEUROPEN UNIONევროპის ქვეყნების წარმომადგენლები თავდაცვის ინდუსტრიის ფორუმზე უკრაინის დახმარებას განიხილავენ

ევროპის ქვეყნების წარმომადგენლები თავდაცვის ინდუსტრიის ფორუმზე უკრაინის დახმარებას განიხილავენ

ევროკავშირი უკრაინის დასახმარებლად თავდაცვის ინდუსტრიის ფორუმს მასპინძლობს. რომლის მიზანია, უკრაინის თავდაცვის წარმოების დაკავშირება დანარჩენ ევროპასთან. შეხვედრას 25 ქვეყნიდან 140 კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა.

ფორუმზე განიხილეს იარაღის წარმოების ლოგისტიკა უკრაინაში, რათა შემცირდეს ტრანსპორტირების ხარჯები და იარაღი აწარმოონ იქ, სადაც ის ყველაზე მეტად არის საჭირო.

,,ჩვენ ვაწარმოებთ იარაღს ევროპაში, მაგრამ უნდა შევძლოთ წარმოება უკრაინის ტერიტორიაზეც, რათა შევამციროთ ხარჯები, მიწოდების დრო და დავამზადოთ ზუსტად იმ ტიპის იარაღი, რომელიც უკრაინას ყველაზე მეტად სჭირდება”, – განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა.

ევროკავშირი თავდაცვის ინდუსტრიის ფორუმს უკვე მესამედ მასპინძლობს.

ევროპული თავდაცვის ინდუსტრიისთვის ევროკავშირს მილიარდნახევარი ევრო უკვე აქვს დამტკიცებული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend