მთავარიევროპაუკრაინაუკრაინული აღდგომა

უკრაინული აღდგომა

წლევანდელ აღდგომას უკრაინის სოფელ ლიპივკას მოსახლეობა სოფლის ეკლესიაში ხვდება.

მართლმადიდებელი ქრისტიანები ჩვეულებრივ აღდგომას უფრო გვიან აღნიშნავენ, ვიდრე კათოლიკური და პროტესტანტული ეკლესიების მრევლი.

უკრაინელების უმრავლესობა მართლმადიდებელ ქრისტიანად მიიჩნევს თავს. ლიპივკას ეკლესია კი უკრაინის დამოუკიდებელი მართლმადიდებლური ეკლესიებიდან ერთ-ერთია.

მეორე დიდი დაჯგუფება, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიაა, რომელიც მოსკოვის პატრიარქის ერთგული იყო, მანამ, სანამ 2022 წელს რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა.

2022 წლის მარტში, როდესაც რუსულმა ჯარებმა ლიპივკა დაიკავეს, სოფლის 100-ამდე მაცხოვრებელმა შეაფარა თავი აქ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრის სარდაფში,

„ძალიან კარგია რომ სოფლის მაცხოვრებლებს ეკლესიის სარდაფის გასაღები ჰქონდათ… ადამიანები აქ დიდ ხანს აფარებდნენ თავს, 2 თუ 3 კვირა… უშუქოდ, უწყლოდ…“ – ამბობს ჰანადიი ხარკივსკი, მღვდელი.

ორკვირიანი რუსული ოკუპაციის შედეგად სოფელი ნანგრევებად იქცა, ხოლო თავად ეკლესია აღდგენითი სამუშაოების დროს დაზიანდა.

ლიპივკას ეკლესია იუნესკოს მიერ აღრიცხული 129 დაზიანებული რელიგიური ძეგლიდან ერთ-ერთია.

სარდაფის კიბის ბოლოში დამწვრობის ნიშნებია, რომლებიც გვიჩვენებს, თუ სად დაეცა ყუმბარა.

თავდასხმის შემდეგ სულ რაღაც რამდენიმე კვირაში უკრაინელებმა ეკლესიის აღდგენა დაიწყეს. ამ ეკლესიის აღდგენა უკრაინის კულტურის, იდენტობისა და მისი არსებობისთვის ბრძოლის ნაწილია.

ეკლესიის კედლებსა და ჭერს მკვეთრი წითელი, ლურჯი, ნარინჯისფერი და ოქროსფერი პანელები ამშვენებს, რომლებიც 77 წლის მხატვარმა ანატოლი კრივოლაპმა შექმნა.

,,ვფიქრობ ღმერთთან შესახვედრად ეკლესიაში მისვლა დღესასწაულს უნდა ჰგავდეს“, – ამბობს ანატოლი კრივოლაპი, მხატვარი.

წელს უკრაინა ომის დაწყებიდან მესამე აღდგომას აღნიშნავს. ლიპივკას ეკლესიის აღდგენა კი სულ მალე დასრულდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend