უკვე სამი წელია, ანანო ბოლოკაძე მშვილდოსნობას ეუფლება. 14 წლის სპორტსმენს საერთაშორისო შეჯიბრებაში ოქროს მედალიც აქვს მოპოვებული. წარმატების მისაღწევად ბევრს ვარჯიშობს, თითქმის ყოველდღე, დღეში 4–5 საათი.
ანანოს გარდა მშვილდოსნობით საქართველოში ბევრი ახალგაზრდაა დაინტერესებული. თბილისსა და რეგიონებში არაერთი კლუბიც არსებობს, თუმცა, სამწუხაროდ, ცოტაა კვალიფიციური მწვრთნელი. ეკა აბაიშვილი ერთ-ერთი მათგანია.
მშვილდოსნობა დღეს მხოლოდ სპორტია. თუმცა მშვილდ-ისარი ყოველთვის იყო საქართველოს ისტორიის ნაწილი, იყო ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარეც. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გასულ საუკუნეებში მშვილდ-ისარი იყო ერთ-ერთი იარაღი, რომლითაც მტერს იგერიებდნენ.
მას შემდეგ საქართველოში მშვილდოსანთა არაერთი თაობა აღიზარდა. ქეთევან ლოსაბერიძე დღემდე ერთადერთი ევროპელი ქალია, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა.
იყო სხვა არაერთი ქალიც, რომელმაც, უკვე დამოუკიდებელ საქართველოს უამრავი წარმატება მოუტანა.
და დღესაც, საქართველოში იზრდება მშვილდოსანთა ახალი თაობა, რომელსაც წინ დიდი მიზნები და ოცნებები აქვთ, უნდათ, რომ მშვილდი ოლიმპიურ თამაშებზე ისროლონ და მათი ისარი სამიზნის ცენტრს მოხვდეს.