თბილისში საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა. ღონისძიების მიზანი უცვლელია – განავითაროს ქართული საგუნდო მუსიკა, ხელი შეუწყოს საგუნდო საშემსრულებლო ტრადიციების შენარჩუნებას და მსმენელს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე გუნდების შემოქმედება გააცნოს. ფესტივალის ფარგლებში 11 კონცერტი გაიმართა.
ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში თბილისის საგუნდო მუსიკის ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელმა, არჩილ უშვერიძემ ისაუბრა.