მთავარიევროპასაფრანგეთი„რუსეთმა არ უნდა გაიმარჯვოს” - მაკრონის სტრატეგიული მიზანი

„რუსეთმა არ უნდა გაიმარჯვოს” – მაკრონის სტრატეგიული მიზანი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კლავ განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში ფრანგ ჯარისკაცებს უკრაინაში გაგზავნის. Economist-თან ინტერვიუში მაკრონმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში უკრაინას ბრძოლის ველზე ჯარით დაეხმარება.

„თუ რუსეთი შეძლებს ფრონტის ხაზის გარღვევას და თუ უკრაინა გვთხოვს დახმარებას, ჩვენ სერიოზულად უნდა განვიხილოთ ეს სცენარი“, – განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა უკრაინაში დასავლური ჯარების შეყვანის შესაძლებლობაზე პირველად თებერვლის ბოლოს ისაუბრა. მისმა კომენტარმა ევროპული ქვეყნების ლიდერების კრიტიკა დაიმსახურა. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა მალევე გამორიცხა გერმანიის ან ევროატლანტიკური ალიანსის ძალების ნებისმიერი სახით განლაგება უკრაინაში. თუმცა ფრანგ ლიდერს ევროკავშირსა და ნატოში გამოუჩნდნენ მხარდამჭერებიც.

Economist-თან ინტერვიუში მაკრონმა ისიც თქვა, რომ რუსეთი უკრაინაზე გამარჯვების შემთხვევაში მხოლოდ უკრაინით არ შემოიფარგლება და მომავალში აღმოსავლეთ ევროპულ სახელმწიფოებს ეგზისტენციალურ საფრთხეს შეუქმნის.

„მე მაქვს მკაფიო სტრატეგიული მიზანი – რუსეთმა არ უნდა გაიმარჯვოს უკრაინაში”, – განაცხადა მაკრონმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend