პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე სპორტსმენებსა და ვიზიტორებს, სპორტული აქტივობების გარდა, სხვადასხვა საკვებს შესთავაზებენ.
200 ქვეყნის 15 000 სპორტსმენისთვის ყოველდღიურად 40 000 კერძს ფრანგი შეფმზარეულები მოამზადებენ. მათი დაგემოვნების საშუალება ფართო საზოგადოებასაც ექნება.
პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ჩასულ სპორტსმენებსა და ვიზიტორებს, სპორტული აქტივობების გარდა, კიდევ ერთი სასიამოვნო რამ ელით. საუკეთესო ფრანგი მზარეულები მათ ახალ გამომცხვარ პურს, რჩეულ ყველსა და გემრიელ კერძებს შესთავაზებენ. 200 ქვეყნის 15 000 სპორტსმენისთვის ყოველდღიურად 40 000 კერძი მომზადდება.
ფილიპ ვურცი, მენეჯერი კვების საკითხებში, ამბობს, რომ ოლიმპიური თამაშების დროს წარმოდგენილი იქნება მდიდარი ასორტიმენტი და მრავალი მცენარეული საკვები, რომელთა დაგემოვნების საშუალება ფართო საზოგადოებასაც ექნება. იგი დარწმუნებულია, რომ ეს ყველას მოეწონება.
The Olympic Village 🏡
How it's started / How it's going ! pic.twitter.com/qnY179mjp8
— Paris 2024 (@Paris2024) February 29, 2024
ერთ-ერთმა ფრანგულმა კომპანიამ შექმნა 500 რეცეპტი. ამ რეცეპტებით მომზადებული კერძები ოლიმპიურ სოფელში არსებულ 3500 სპორტსმენზე გათვლილ სასადილოში იქნება წარმოდგენილი.
შეფმზარეულ ამანდინ შენიოს სურვილი იყო, შეექმნა ისეთი რეცეპტები, რომ სადილი გემრიელი, სხვადასხვა გემოთი მდიდარი და ამავე დროს მარტივი ყოფილიყო. რადგან კრუასანი პარიზის სიმბოლოა, იგიც კრუასანის გარშემო ტრიალებდა.
2024 წლის პარიზის ოლიმპიადა 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. ეს იქნება ნამდვილი ზეიმი როგორც სპორტის მოყვარულებისთვის, ისე გურმანებისთვის.