მთავარიამერიკააშშნიუ-იორკის პოლიციამ კოლუმბიის უნივერსიტეტში პალესტინის მხარდამჭერი ათობით დემონსტრანტი დააკავა

ნიუ-იორკის პოლიციამ კოლუმბიის უნივერსიტეტში პალესტინის მხარდამჭერი ათობით დემონსტრანტი დააკავა

კოლუმბიის უნივერსიტეტში პროპალესტინელ მომიტინგეებსა და კოლეჯის ადმინისტრატორებს შორის ორკვირიანი დაპირისპირება დასრულდა.

შეერთებული შტატების სამართალდამცველები მობილიზებული არიან. როგორც პოლიტოლოგები აცხადებენ, შესაძლოა ქვეყანაში უფრო მეტი საპროტესტო კერა გაჩნდეს.

სტუდენტებმა კოლუმბიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან მოითხოვეს, ღაზაში მიმდინარე ომის გამო   ისრაელთან ყოველგვარი კავშირი გაეწყვიტა.

სიტუაცია მას შემდეგ გამწვავდა, როცა მომიტინგეებს უნივერსიტეტის შენობაში გაჩერების ვადა ამოეწურათ.

სამართალდამცველებმა შენობა და კამპუსის ბანაკი მომიტინგეებისგან გაათავისუფლეს. მათ კოლუმბიის უნივერსიტეტსა და ნიუ-იორკის სითი კოლეჯში პროპალესტინური აქციის 300-ამდე მონაწილე დააკავეს.

უნივერსიტეტის რექტორმა სამართალდამცველებს ტერიტორიაზე დარჩენა აკადემიური წლის დასრულებამდე, 17 მაისამდე, სთხოვა.

ამერიკის უნივერსიტეტებში განვითარებული მოვლენებს ყურადღებით აკვირდება პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. თეთრი სახლის პრესსპიკერის, კარინ ჟან პიერის, განცხადებით, „ამერიკელებს აქვთ მშვიდობიანი პროტესტის უფლება, თუ ეს კანონის ფარგლებში ხდება“.

თუმცა, მისი თქმით,  შენობების ძალისმიერი გზით დაკავება, როგორც ეს კოლუმბიის უნივერსიტეტში მოხდა, მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებს გასცდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend