მთავარიკუბი„დაიტოვე“

„დაიტოვე“

სოციალურ ქსელში შეიქმნა ჯგუფი სახელად „დაიტოვე“, რომელიც “უცხოური გავლენის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ აქციებზე რეგიონებიდან ჩამოსვლის მსურველებს დასარჩენს სთავაზობს. ჯგუფი საჯაროა და მასში 82, 886 ადამიანია გაწევრებული. ჯგუფის შექმნის იდეა მარიამ ბაბუნაშვილს ეკუთვნის. მისი თქმით, ხედავენ, რომ აქციები სხვა ქალაქებშიც იმართება და სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს, რომ ერთად შეკრებილიყვნენ.

დასარჩენის გარდა ჯგუფის წევრები დაინტერესებულებს რეგიონებიდან აქციაზე წამოსასვლელად ტრანსპორტირებასაც სთავაზობენ.

ჯგუფში გვხვდება უამრავი პოსტი, რომლებშიც ჩანს, რომ ყველა ერთი იდეის გარშემოა გაერთიანებული. ასევე ვრცელდება ფოტოები, რომ არაერთი ადამიანი უკვე დაიძრა თბილისის მიმართულებით. მოდიან ბათუმიდან, ქუთაისიდან, კახეთიდან, სამეგრელოდან და კიდევ სხვა არაერთი რეგიონიდან.

ჯგუფში დაიწერა ისიც, რომ ქალაქში აირწინაღების დეფიციტია. სწორედ ამიტომ დღეს აქციაზე დარიგდება თითქმის ყველა საჭირო აღჭურვილობა იმისთვის, რომ აქციის მონაწილეებმა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ და ცრემლსადენმა გაზმა თუ წიწაკის სპრეიმ მათზე არ იმოქმედოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend