მთავარიკუბი”სიტუაცია ფრონტზე გაუარესდა" - უკრაინის არმიის მთავარსარდალი

”სიტუაცია ფრონტზე გაუარესდა” – უკრაინის არმიის მთავარსარდალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ თავის ტელეგრამარხზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ის ჰყვება, რომ ფრონტზე სიტუაცია გაუარესდა.

სირსკის თანახმად, რუსეთის ჯარმა რამდენიმე მიმართულებით გააძლიერა იერიში და მნიშვნელოვან უპირატესობას მიაღწია ძალების და საშუალებების მხრივ.

სირსკის თქმით, ყველაზე რთული ვითარება უკრაინისთვის დონეცკის ოლქში ორი მიმართულებითაა – პოკოროვკის დასახლება, ანუ ოჩერტინოსთან, ქალაქ ავდიივკას ჩრდილოეთ დასავლეთით და ასევე კუროხოვსკში, ქალაქ მარინკის მახლობლად.

“მტერმა ამ მიმართულებებზე განალაგა ოთხამდე ბრიგადა, რომელიც ცდილობს განავითაროს შეტევა ავდიივკასა და მარინკას დასავლეთით. უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები, ჩვენი დამცველების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებით, გადაადგილდებიან ახალ ხაზებზე,ბერდიჩის, სემენოვკასა და ნოვომიხაილოვკას დასავლეთით. ზოგადად ამ ადგილებში მტერმა გარკვეულ ტაქტიკურ წარმატებებს მიაღწია, თუმცა ოპერატიული უპირატესობის მოპოვება ვერ შეძლო“, – აღნიშნავს უკრაინის არმიის მთავარსარდალი.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ უახლეს მიმოხილვაში, ამერიკის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანალიტიკოსები წერდნენ, რომ უახლოეს კვირებში, სანამ უკრაინა ელოდება ამერიკის დახმარების ჩამოსვლას ფრონტზე, რუსეთის ჯარები სავარაუდოდ მიაღწევენ მნიშვნელოვან ტაქტიკურ წარმატებებს, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა რომ შეძლონ გატეხონ უკრაინის დაცვის ხაზი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend