მთავარიმსოფლიოევროპალონდონში მთავრობათაშორის კონფერენციაზე მიგრაციით გამოწვეულ კრიზისს განიხილავენ

ლონდონში მთავრობათაშორის კონფერენციაზე მიგრაციით გამოწვეულ კრიზისს განიხილავენ

ირლანდიის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მაიკლ მარტინი და იუსტიციის მინისტრი ჰელენ მაკენტი ლონდონში მთავრობათაშორის კონფერენციაზე ჩავიდნენ.

შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა მიგრაციის კრიზისია. როგორც ცნობილია, თავშესაფრის მაძიებელთა 80 პროცენტი ირლანდიის რესპუბლიკაში ჩრდილოეთ ირლანდიის ღია საზღვრით შედის.

ირლანდიის პრემიერ-მინისტრი საიმონ ჰარისი ამბობს, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, ჰქონდეს მიგრაციასთან დაკავშირებული საკუთარი პოლიტიკა. თუმცა იგი არ დაუშვებს, სხვა ქვეყნის მიგრაციულმა პოლიტიკამ მათზე იმოქმედოს. საიმონ ჰარისის თქმით, ირლანდია არავითარ შემთხვევაში არ იქნება ე.წ. სამართლებრივი ხვრელი სხვა ქვეყნების მიგრაციული გამოწვევებისთვის.

გასულ კვირას ირლანდიაში, კერძოდ, უიკლოუში, ლტოლვილთა განსახლების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე შეტაკებები იყო.

პოლიცია და აქციის მონაწილეები ძალის გადამეტებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ბოლო ინფორმაციით, შეტაკებების დროს ექვსი ადამიანი დააკავეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend