ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე სკანდალში გაეხვა. ფრანგული მედიის ცნობით, დეპარდიე პოლიციამ ორი ქალის ბრალდების საფუძველზე განყოფილებაში დაიბარა. დაკითხვა ეხებოდა გადასაღებ მოედანზე ბრალდებას სექსუალური ძალადობის შესახებ, რომელიც დაზარალებული ქალების თქმით, 2014 და 2021 წლებში მოხდა.

ფრანგი მსახიობი ასეთი ტიპის სკანდალში აქამდეც არაერთხელ გახვეულა. მას გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის შესახებ ბრალდება წაუყენეს 2020 წელს მსახიობ შარლოტა არნოულდის ბრალდებების შემდეგ.
თავად დეპარდიე დანაშაულს უარყოფს და ამბობს, რომ მას ქალზე არასდროს უძალადია.
დეპარდიე მრავალი წლის განმავლობაში ფრანგული და მსოფლიო კინოს უმნიშვნელოვანეს ფიგურად ითვლებოდა.