მთავარიაზიაისრაელიისრაელის მედია: სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ისრაელის პრემიერ-მინისტის დაკავების ორდერის გაცემას განიხილავს

ისრაელის მედია: სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ისრაელის პრემიერ-მინისტის დაკავების ორდერის გაცემას განიხილავს

ისრაელის ქალაქებში კი კვლავ საპროტესტო აქციები იმართება.  მომიტინგეები მთავრობისგან უფრო ქმედით ნაბიჯებს მოითხოვენ ღაზაში გატაცებული მძევლების დასაბრუნებლად. 

ჰამასის“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ მათი დელეგაცია დღეს კაიროში განიხილავს ისრაელის მიერ წარდგენილ შეთავაზებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე.

ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებული შეფერხებული მოლაპარაკებების აღდგენის ძალისხმევა სულ უფრო მეტად აქტიურდება. მიზანი კი ისაა, რომ ისრაელმა არ დაიწყოს დაგეგმილი სამხედრო ოპერაცია სამხრეთის ქალაქ რაფაჰში, სადაც ამჟამად ღაზის მოსახლეობის ნახევარზე მეტი აფარებს თავს.

პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი ამბობს, რომ მცირე დარტყმაც საკმარისია იმისთვის, რომ ყველამ დატოვოს პალესტინა. მისი თქმით, ეს პალესტინელი ხალხის ისტორიაში უდიდესი კატასტროფა იქნება.

ისრაელი აცხადებს, რომ ღაზაში სულ უფრო მეტი დახმარება შემოდის.

ზოგიერთი ქვეყანა, რომელთა შორისაა შეერთებული შტატები და იორდანია,  კვლავ საჰაერო გზით აწვდის დახმარებას რეგიონს.

ისრაელის არმიის სპიკერის დანიელ ჰაგარის განცხადებით, გასული კვირების განმავლობაში ღაზაში შემავალი ჰუმანიტარული დახმარების მოცულობა საგრძნობლად გაიზარდა. მომავალ დღეებში კი კიდევ უფრო მეტი დახმარება შევა ღაზაში.

მსოფლიო სასურსათო პროგრამის სპიკერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ  დახმარების მოცულობის გაზრდა  წინგადადგმული ნაბიჯია,  ჯერ მაინც ნაადრევია იმაზე საუბარი,  რამდენად აღმოფხვრეს რეგიონში შიმშილის საფრთხე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend