მთავარიმსოფლიოEUROPEAN UNIONგაფართოება ან რკინის ფარდა - შარლ მიშელი ევროპის მომავლის შესახებ

გაფართოება ან რკინის ფარდა – შარლ მიშელი ევროპის მომავლის შესახებ

ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ ევროკავშირი აღმოსავლეთ ევროპიდან და ბალკანეთიდან ან ახალ წევრ სახელმწიფოებს მიიღებს, ან ახალი რკინის ფარდა აღიმართება.

ევროპელი მაღალჩინოსანი “ევრონიუსს” ესაუბრა 2004 წელს ე.წ. BIG BANG-ის სახელით ცნობილი გაფართოების ტალღის გასვლიდან მეოცე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. 2004 წელს ევროკავშირში ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, მალტა, პოლონეთი, სლოვაკეთი და სლოვენია გაწევრიანდნენ.

„გაფართოება ევროკავშირის მომავლისთვის გადამწყვეტია, წინააღმდეგ შემთხვევაში ახალი რკინის ფარდის მომსწრენი შეიძლება გავხდეთ და ეს ძალიან საშიშია. არასტაბილური სამეზობლო, კეთილდღეობასა და ეკონომიკურ განვითარებას მოკლებული სამეზობლო საშიშია. ევროკავშირისა და კანდიდატი სახელმწიფოების საერთო ინტერესია, რომ ინტეგრაციის პროცესი დაჩქარდეს. მე დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ლიდერთა დიდი უმრავლესობა იმავე აზრზეა“, – ამბობს შარლ მიშელი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ევრონიუსთან საუბრისას.

ამ ეტაპზე ევროკავშირში გაწევრიანებას 9 სახელმწიფო ელის, მათ შორის საქართველო, მოლდოვა და ომით დაზარალებული უკრაინა. ევროკავშირში გაერთიანება ხანგრძლივი და რთული პროცესია, გაწევრიანებას კი უკვე წევრი სახელმწიფოების ერთიანი თანხმობა ესაჭიროება.

უნგრეთი უკვე იმუქრება უკრაინის გაწევრიანების დაბლოკვით, მაგრამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ეს ბლოკის სწრაფად გაფართოებას ხელს არ შეუშლის.

„მაგალითად, ჩვენ მივმართეთ კონსტრუქციულ თავშეკავებას, ეს კი აძლევს წევრ სახელმწიფოს შესაძლებლობას, რომ განაცხადოს: ნახეთ, მე არ ვეთანხმები ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ არ მსურს სახელმწიფოთა უმრავლესობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას ხელი შევუშალო. მსურს, ჩემი განსხვავებული პოზიცია იყოს საჯარო, მაგრამ ხელს არ შევუშლი სხვა წევრ სახელმწიფოებს ამა თუ იმ სფეროში თანამშრომლობისთვის“, – აცხადებს შარლ მიშელი.

შარლ მიშელს აქამდე ნათქვამი აქვს, რომ ევროკავშირი ახალი წევრი სახელმწიფოების მისაღებად 2030 წელს მზად უნდა იყოს. სულ ახლახან კი განაცხადა, რომ საუკეთესო კანდიდატი სახელმწიფოები 2030 წლისთვის უკვე იქნებიან ევროკავშირში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend