პოლონეთის ევროკავშირში გაწევრების 20 წლის იუბილეს ქართველი და პოლონელი მუსიკოსები საქართველოში ერთობლივი ღონისძიებებით აღნიშნავენ.
კონცერტებისა და ლექციების სერია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში 1 მაისის ჩათვლით გაიმართება.
პროექტი “პოლონური მუსიკა და მისი გზა – საქართველო 2024” ხელოვანების გაერთიანება Porta Musicae-ს მიერ არის ინიცირებული და ცნობილ პოლონელ და ქართველ არტისტებსა და პედაგოგებს აერთიანებს.
კონსერვატორიაში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ევრონიუს ჯორჯიას ეთერში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, სოფო ხაჭაპურიძემ ისაუბრა.