მთავარიკულტურაოქროს პალმის რტოს მფლობელი ლორან კანტე 63 წლის ასაკში გარდაიცვალა

ოქროს პალმის რტოს მფლობელი ლორან კანტე 63 წლის ასაკში გარდაიცვალა

კანის კინოფესტივალი დაემშვიდობა „დიდ ჰუმანისტს, რომელიც სოციალური ძალადობის მიუხედავად, სინათლეს ეძებდა და იპოვა იმედი, მიუხედავად მკაცრი რეალობისა.“

ფრანგი კინორეჟისორის ლორან კანტე Laurent Cantet, რომელმაც 2008 წელს ოქროს პალმის რტო მიიღო ფილმისთვის „კლასი“ 25 აპრილს 63 წლის ასაკში ავადმყოფობის გამო გარდაიცვალა.

ფილმი „კლასი“, რომელიც ფრანსუ ბეგოდოს François Bégaudeau ნოველას ეყრდნობა და ნახევრად ბიოგრაფიული ნაწარმოებია, იდეალური საკლასო ოთახის საკმაოდ იუმორისტული აღწერაა, რომელსაც ძალიან ამდიდრებს ფილმში მონაწილე არაპროფესიონალი მოზარდების იმპროვიზაცია.

ფილმი ერთხმად მოიწონა კანის ფესტივალის ჟიურიმ და გადასცა ოქროს პალმის რტო, რაც ფრანგულ ფილმთან დაკავშირებით 1987 წლის შემდეგ პირველი შემთხვევა იყო. ამ ფილმმა მოიპოვა ოსკარიც როგორც საუკეთესო უცხოურმა ფილმმა და იგი ძალიან მოეწონა საფრანგეთის მაშინდელ პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზს.

კანტე ყოველთვის მუშაობდა რთულ საკითხებზე, რომელიც ფრანგულ საზოგადოებას აწუხებდა, ყოველთვის ცდილობდა, სიღრმისეულად და თანაგრძნობით მისდგომოდა საკითხს. კანის კინოფესტივალი დაემშვიდობა „დიდ ჰუმანისტს, რომელიც სოციალური ძალადობის მიუხედავად სინათლეს ეძებდა და იპოვა იმედი, მიუხედავად მკაცრი რეალობისა.“

კანტეს ნამუშევრებს შორის არის ფილმი L’Emploi du Temps (Time Out), რომელსაც საფუძვლად დაედო ნამდვილი ამბავი კაცისა, რომელმაც დახოცა მშობლები და ცოლ-შვილი და ოცი წლის განმავლობაში თავი მოჰქონდა როგორც წარმატებულ ექიმს. ამ ფილმმა 2001 წელს ვენეციის კინოფესტივალზე ორი პრიზი აიღო.

მისი ბოლო ფილმი არტურ რემბო, რომელიც  2021 წელს გამოვიდა იკვლევს, თუ როგორ შეიძლება ადამიანის რეპუტაციის განადგურება სოციალური მედიის საშუალებით. რეჟისორი გარდაცვალებამდე მუშაობდა ფილმზე, L’apprenti (შეგირდი) რომელიც მომავალ წელს უნდა გასულიყო ეკრანებზე.

ავტორი: დევიდ მორიქონდი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend