მთავარისაქართველოსაქართველოში “კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა” ამოქმედდა

საქართველოში “კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა” ამოქმედდა

საერთაშორისო საფონდო ბაზარზე ქართული ობლიგაციებისა და ფასიანი ქაღალდების გამოშვებისა და ბიზნესის ხელშეწყობისთვის სახელმწიფომ ახალი პროგრამა დაიწყო. USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით სააგენტომ “აწარმოე საქართველოში” კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაცია გამართა.

პროგრამის ფარგლებში 15-ამდე ბიზნესოპერატორი საფონდო ბაზარზე 150 მილიონამდე ლარის დამატებითი საინვესტიციო რესურსის მოზიდვას შეძლებს.

ამისთვის კი აუცილებელია, რომ ბიზნესოპერატორს 60-მილიონიანი ან მეტი ბრუნვა ჰქონდეს. მხარდაჭერის კრიტერიუმებიც და შესაძლებლობებიც განსხვავებულია.

ახალი მიმართულება მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებასა და კაპიტალის ბაზრის ხელშეწყობას ფასიანი ქაღალდების განთავსების სტიმულირების გზით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend