მთავარიამერიკააშშვაშინგტონის სამხედრო რესურსი და ხარჯი

ვაშინგტონის სამხედრო რესურსი და ხარჯი

დიდი ლოდინის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკელმა კანონმდებლებმა გადაწყვიტეს უკრაინისათვის 61 მილიარდი დოლარის მოცულობის სამხედრო დახმარება გაეწიათ.

კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში ამ გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებულ პროცესს საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში და დიდი ყურადღებით აკვირდებოდნენ კრემლში, დასავლურ ქვეყნებსა და გლობალურ სამხრეთშიც.

საინტერესოა, ვნახოთ, რა თანხები დახარჯა ვაშინგტონმა სხვადასხვა ომის დროს.

ეს სტატისტიკა გახლავთ გაერთიანებულ სამეფოში მოქმედი ნორვიჩის უნივერსიტეტის მიერ შექმნილი და ინფლაციის გათვალისწინებით არის დათვლილი.

პირველ მსოფლიო ომში ვაშინგტონმა დახარჯა 334 მილიარდი დოლარი, მეორე მსოფლიო ომში – 4 ტრილიონი, 2001-2014 წლებში კი ერაყისა და ავღანეთის სამხედრო კამპანიებში 1,5-1,7 ტრილიონამდე დოლარი.

ყურადსაღებია, რომ 1918 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 14% შეადგენდა სამხედრო ხარჯებს, 1945-ში, მეორე მსოფლიო ომის ბოლო წელს, 37.5%-ს. 2001-2014 წლებში კი 2010 წელს ყველაზე მეტი, 4.3%, დაიხარჯა სამხედრო მიმართულებით.

მხოლოდ მეორე მსოფლიო ომისას აშშ-მა აწარმოვა 41 მილიარდი ერთეული ყველა სახის ტყვია-წამალი, 12 მილიონზე მეტი ყველა სახის ცეცხლსასროლი იარაღი, ამერიკულმა წარმოებამ გადაამუშავა 400 ათას ტონაზე მეტი რკინა, აწარმოვა 300 ათასზე მეტი სამხედრო საჰაერო ხომალდი და 100 ათასზე მეტი ტანკი და სხვა საბრძოლო მანქანა. შეიქმნა 1200-ამდე მეტი სამხედრო საზღვაო ხომალდი, მათ შორის 200 წყალქვეშა ნავი და 27 ავიამზიდი, ასევე 41 ათასი საარტილერიო დანადგარი.

‌გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, შლეზვიგ ჰოლშტაინში მდებარე, “კილის მსოფლიო ეკონომიკური ინსტიტუტის” მკვლევართა ინფორმაციით, ვაშინგტონმა კიევს ამ ბოლო პაკეტამდე გაუწია დაახლოებით 75 მილიარდი დოლარის მოცულობის სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება.

რაც შეეხება ამ ბოლო 61 მილიარდი ამერიკული დოლარის მოცულობის დახმარებას, ის ასე გადანაწილდა:

9 მილიარდი დოლარი განკუთვნილია როგორც სესხი, რომლის ჩამოწერაც კონგრესის თანხმობით პრეზიდენტს შეუძლია. სამხედრო დახმარების ამ პაკეტის უკრაინისთვის გადაცემას წარმომადგენელთა პალატაში 101-მა რესპუბლიკელმა დაუჭირა მხარი, 112-მა კი არა, დემოკრატებიდან ყველამ დაუჭირა მხარი ამ ინიციატივას.

კრემლში აცხადებენ, რომ ვაშინგტონის მიერ გაღებული თანხა ომს მხოლოდ გაახანგრძლივებს, კიევში კი ამბობენ, რომ გამარჯვების შანსი მიეცათ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend