მთავარისაქართველომუსიკალური სეზონი

მუსიკალური სეზონი

უკვე ცნობილია რიგით მეოთხე კონცერტი, რომელსაც 28 ივლისს Black Sea Arena უმასპინძლებს. Starring Georgia-ს ფარგლებში მაყურებლის წინაშე ბრიტანული ჯგუფი Massive Attack წარდგება.

ჯგუფი ბრისტოლში 1988 წელს ჩამოყალიბდა. ის ცნობილია ჰიპ-ჰოპის, ელექტრონიკის, დაბისა და კიდევ მრავალი მუსიკალური ჟანრის ჰარმონიულად შერწყმის ოსტატობით და მიღებული აქვს ბევრი მუსიკალური ჯილდო.

ორგანიზატორების თქმით, ბილეთების გაყიდვა ხვალიდან დაიწყება.

„ბლექ სი არენაზე“ კიდევ 3 კონცერტი გაიმართება. მუსიკალურ სეზონს შეკვეთილში 10 მაისს ამერიკული პოპ-როკბენდი OneRepublic გახსნის. 31 მაისს კი უკვე მეორედ მსმენელის წინაშე ლეგენდარული ჰარდროკბენდი Scorpions წარდგება, ხოლო 18 აგვისტოს მუსიკალური ჯგუფის Jungle კონცერტი გაიმართება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend