2024 წლის სასურსათო კრიზისის შესახებ გლობალური მოხსენების თანახმად, 2023 წელს 282 მილიონზე მეტი ადამიანი 59 ქვეყანაში განიცდიდა სურსათის მწვავე უკმარისობას. ეს მონაცემები წინა წელთან შედარებით 24 მილიონით გაიზარდა.
კონფლიქტები, ექსტრემალური ამინდის მოვლენები და ეკონომიკური კრიზისი მთელ მსოფლიოში შიმშილის მთავარი გამომწვევი მიზეზებია.
ჰუმანიტარული და განვითარების აქტორების ალიანსი სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერაა დაარსებული. მათ მიერ წარდგენილ მოხსენებაში ნათქვამია, რომ ხუთი ქვეყანა, რომლებშიც ყველაზე მეტი ადამიანი განიცდის სურსათის უკმარისობას, არის კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ნიგერია, სუდანი, ავღანეთი და ეთიოპია.
Save the Date: the 2024 Global Report on Food Crises #GRFC24 releases on🗓️ Wednesday 24 April 2024 💡 More info https://t.co/ypVqC2FbO7@FSIN_News @theIPCinfo @EU_Partnerships@EU_ECHO @WFP_Media @WFPChief @UNICEF @UNICEFChief @FAOnews @FAODG @FAOemergencies @USAIDSavesLives pic.twitter.com/GmVVkJHaSs
— Global Network Against Food Crises (@fightfoodcrises) April 15, 2024
ჩამონათვალშია ასევე პალესტინა, სამხრეთი სუდანი, იემენი, სირიის არაბთა რესპუბლიკა და ჰაიტი. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი შიმშილის მაღალი დონის წინაშე. 36 ქვეყანაში უკვე ზედიზედ რვა წელია შიმშილის კრიზისია.
ყველაზე მწვავე სასურსათო კრიზისი სუდანშია, სადაც 18 მილიონი ადამიანი განიცდის სურსათის ნაკლებობას, რაც სამოქალაქო ომებითა და კლიმატის ცვლილებითაა გამოწვეული.
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს არაერთი ქვეყანა იბრძვის სასურსათო კრიზისის დასაძლევად, შიმშილის ზღვარზე მყოფი ადამიანების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება.