აჭარაში სერვისის განვითარების მიზნით FERRANDI Paris-ის უმაღლეს სკოლასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
პარიზის კულინარიისა და სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის პრესტიჟულ სკოლასთან თანამშრომლობით, რეგიონში სექტორის წარმომადგენლებისთვის სპეციალური სატრენინგო-სასწავლო პროგრამების, მასტერკლასებისა და ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობები განიხილება.
ამ და სხვა თემებზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თინათინ ზოიძემ ისაუბრა.