მთავარიკუბიაშშ-ის სენატმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც პოტენციურად TikTok-ს დაბლოკავს

აშშ-ის სენატმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც პოტენციურად TikTok-ს დაბლოკავს

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა, საგარეო დახმარების საერთო პაკეტის დახმარების ფარგლებში, რომელშიც შედის ისრაელისა და უკრაინის მხარდაჭერა, დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის გამოც პოტენციურად „ტიკტოკი“ შესაძლოა, ამერიკაში აიკრძალოს.

კანონპროექტი გადაიგზავნა ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან. ბაიდენმა მანამდე განაცხადა, რომ კანონპროექტს ხელს მოაწერდა, ამიტომ სავარაუდოდ, „ტიკტოკი“ იძულებული გახდება იპოვოს ახალი მფლობელი მომავალი თვეების განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ის მთლიანად აიკრძალება შტატებში.

ვიდეოპლატფორმა „ტიკტოკი“ ჩინურ კომპანია ბაიტდენს ეკუთვნის. კანონპროექტის მიხედვით ბაიტდენსმა „ტიკტოკი“ უნდა მიჰყიდოს რომელიმე ამერიკულ კომპანიას, წინააღმდეგ შემთხვევაში ტიკტოკი აიკრძალება.

ტიკტოკის“ წარმომადგენლობა უკვე რამდენიმე თვეა აცხადებს, რომ გაასაჩივრებს გადაწყვეტილებას. ასევე, კანონპროექტის მიხედვით, თუ ახალი ფედერაციული კანონი ძალაში შევა, ონლაინ მაღაზიებიდან ამოიღებენ „ტიკტოკს“ და თუ არ ამოიღებენ, კომპანიებს ფინანსური სანქციები ემუქრებათ.

ამერიკელი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ „ტიკტოკი“  მფლობელი ჩინური კომპანია ByteDance ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

პოლიტიკოსები თვლიან, რომ კომპანია მჭიდროდაა დაკავშირებული ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან. ჩინურმა კანონმდებლობამ აპლიკაციის მომხმარებელთა პირად მონაცემებზე წვდომა პეკინს შესაძლოა ნებისმიერ დროს მისცეს.

Tiktok-ის აკრძალვის მცდელობები ტრამპის პრეზიდენტობისას დაიწყო. მან აპლიკაციის აკრძალვა ჯერ კიდევ 2020 წელს სცადა.

Tiktok-ის წინააღმდეგ ბრძოლა ბაიდენის ადმინისტრაციამაც განაგრძო, რაც მთავრობის, ფედერალური მუშაკებისა და სააგენტოებისთვის აპლიკაციის აკრძალვით დასრულდა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველი მესამე ადამიანი Tiktok-ის მომხმარებელია. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ აპლიკაციის გაუქმების მცდელობა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend