ჩინედუ მოგბო ველური ბუნების დამცველია, რომელიც დაუღალავად იღწვის ველური ცხოველების გადასარჩენად და ველური ბუნების აღდგენისთვის.
ნიგერიის ყველაზე დიდი ქალაქის ლაგოსის შემოგარენში ჩიტების ჭიკჭიკი ისმის, თავისუფლად დადიან ნიანგები და პანგოლინები. ველური ცხოველები და ბუნება ხარობს ცხოველთა იმ ნაკრძალის მსგავსი თავშესაფრის წყალობით, რომელიც ცხოველთა მოყვარულმა გარემოს დამცველმა ჩინედუ მოგბომ შექმნა.
მას შემდეგ რაც ჩინედუმ ნახა, თუ როგორ ვაჭრობდნენ ცხოველებით და უდიერად ეპყრობოდნენ ნიგერიაში, მან 2012 წელს დააარსა „მწვანე თითების ველური ბუნების ნაკრძალი“ როგორც იმ ცხოველების თავშესაფარი, რომლებიც ცხოველებით ვაჭრობისგან გადაარჩინეს. მას შემდეგ რაც თავშესაფარი გაიხსნა, ჩინედუმ ათასზე მეტი ცხოველი გადაარჩინა. მათ შორის არიან სახეობები, რომლებიც ველური ბუნების მსოფლიო ფონდის გადაშენების პირას მყოფი სახეობების ნუსხაშია შესული.
ცხოველებს კარგი პირობები რომ შეუქმნა, ჩინედუმ და მისმა გუნდმა თავშესაფრის ტერიტორია ისე მოაწყვეს და გააშენეს, რომ ცხოველებმა თავი ისე იგრძნონ, როგორც ველურ ბუნებაში. მათი საბოლოო მიზანია, რომ შეფარებული ცხოველები ისევ ბუნებაში დააბრუნონ. თუმცა ის ცხოველები, რომლებსაც არ შეუძლიათ ველურ პირობებში თავის გატანა, სამუდამოდ თავშესაფარში რჩებიან.
ჩინედუს კონცეფცია მისი თავშესაფრის ტერიტორიას ცდება. მას სურს მთელ ნიგერიაში კიდევ ბევრი ცხოველთა თავშესაფარი გახსნას და მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორი მდიდარია მათი ქვეყანა ბიომრავალფეროვნებით.
ავტორი: გრეგორი უორდი